-
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი: რუსეთი Shahed-დრონებს ახალი ნავიგაციის სისტემით აღჭურვას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტის თავდაცვის ტექნოლოგიების მრჩეველი სერჰიი ბესკრესტნოვი (ფლეში) აცხადებს, რომ რუსეთი Shahed-ტიპის დრონებსა და კაბების ტიპის მართვად საავიაციო ბომბებს ახალი ნავიგაციის სისტემით „არიადნა" აღჭურვას გეგმავს. სისტემა სატელიტურ კავშირზე არ არის დამოკიდებული და ელექტრონული ომის საშუალებებით ჩახშობის მიმართ გამძლეა.