უკრაინის სამოქალაქო დაცვის კოდექსი
-
კიევის პროკურატურამ მობილური თავშესაფრების დამონტაჟების საკითხზე მერიასა და საკრებულოს სასამართლოში სარჩელი შეიტანა
კიევის საქალაქო პროკურატურამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის (KMDA) და კიევის საკრებულოს წინააღმდეგ, მობილური თავშესაფრების დამონტაჟების საკითხზე მათი უმოქმედობის გამო. პროკურატურა მოითხოვს, რომ სასამართლომ KMDA-ს და საკრებულოს უმოქმედობა უკანონოდ ცნოს და ადგილობრივ ორგანოებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან, პარკებსა და სკვერებში მობილური თავშესაფრების დაუყოვნებლივ განთავსება დაავალოს. სასამართლომ საქმის წარმოება უკვე გახსნა.