AGILE
-
ევროკავშირმა თავდაცვის სფეროში სწრაფი ინოვაციების ახალი პროგრამა AGILE შექმნა
ევროკავშირმა 115 მილიონ ევროს ღირებულების ახალი საგრანტო პროგრამა AGILE შექმნა, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს თავდაცვის სფეროში ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავებაში დაეხმარება. პროგრამა ღიაა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, უკრაინისა და ევროპული თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებისთვის. გრანტების გაცემის ვადა ოთხ თვემდეა შეკუმშული, ხოლო ტექნოლოგიების შეიარაღებულ ძალებში დანერგვა 1-დან 3 წლამდე პერიოდში იგეგმება.